„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

სსიპ - „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს, ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანს უმასპინძლა.

ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების თანამშრომლებმა.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდა, მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი , გაიანე სიმონია, რომელმაც სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია - მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის ძირითად ასპექტებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, WFME-ის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა და არსებითად განახლდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც დეტალურად აღწერს სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ყველა კურსდამთავრებული.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო განათლების მიმართულებით ზემოაღნიშნული წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და მზაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება