ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში ნიდერლანდურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანიის გაყიდვები თბილისის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და მაღალი საშუალო დატვირთვის ფაქტორი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებულია. ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით ჩამოსული ვიზიტორების ძირითად სეგმენტს კი უცხოელები შეადგენენ.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება