„ალდაგში“ სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრებია

სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და „როუმინგოს“ პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას „ალდაგში“ შეიძენენ, საჩუქრად 500MB ინტერნეტ პაკეტსა და ერთჯერად, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, რომლის გამოყენებაც ევროპის ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთში იქნება შესაძლებელი. ფასდაკლება ნებისმიერი ინტერნეტ პაკეტის შეძენისას მოქმედებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანის ცნობით, Roamingo არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს, მობილურ ინტერნეტს, eSIM ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM ბარათს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ინტერნეტ პაკეტები მოქნილი პირობებით ბევრად უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.

„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს, სხვადასხვა საჩუქრის სახით. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს“, - აცხადებენ „ალდაგში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს