პეტრას აუსტრევიჩუსი - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას

ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება ასე რომ ეს უბრალოდ არ არის წინსვლის ევროპული გზა. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხს ეძღვნებოდა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მცდელობა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ევროპულ პრაქტიკად წარმოაჩინონ.

„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს კანონპროექტი წარმოაჩინეს დასავლურ პრაქტიკად, რომ არაფერია არასწორი და ევროკავშირსაც აქვს რაღაც მსგავსი და რომ თითქოს, ამ კანონპროექტის წარდგენით, საქართველო მიჰყვება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ეს არასწორია, მსგავსი არაფერია ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს საკუთარ ქვეყანაში გააკეთოს. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება ასე რომ ეს უბრალოდ არ არის წინსვლის ევროპული გზა. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს და რა იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება, ევროპარლამენტარმა უპასუხა:

„უცხოური გავლენის შესახებ" კანონი ეწინააღმდეგება მინიმუმ ორ ნაბიჯს, 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს წარუდგინეს კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლად. როგორ ელით წინსვლას, თუკი არ შეასრულებთ პირობებს? ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება