ანა ფოტიგა - ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა - მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ

საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის"] წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება.

მისი შეფასებით, მომხადებული კანონი "იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას".

"ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასშტაბური გამოსვლები, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ე.წ. რუსულ კანონს უწოდებენ იმიტომ, რომ ის იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე. ისინი საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს. ეს არის, ზოგადად ტენდენცია. ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - განაცხადა ანა ფოტიგამ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს