ნანა ტოხვაძე - მასწავლებლებო, თქვენზე დგას ქვეყანა და არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ

ხშირად მოისმენთ - სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვანარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი - აქ არიან, რუსთაველზე! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„ხშირად მოისმენთ - სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვა ნარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი - აქ არიან, რუსთაველზე! თავისთავად არაფერი ხდება! ახალგაზრდების მოქმედებაში იკითხება შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, დიდგორი, შამქორიცა და ხრესილიც! სამოქალაქო განათლების კვალიც და პატრიოტიზმიც. ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე ვერ შევძლებდით! საქართველო გაიმარჯვებს! არა რუსულ კანონს!

ასეა,მასწავლებლებო! თქვენზე დგას ქვეყანა და არავის, არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ“ - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს