მამუკა მდინარაძე - მოსახლეობას მინდა ვუთხრა, არც აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ავრცელებენ და აზიარებენ, მართალი არ არის

ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნეტგაზეთმა“ ბოდიში მოიხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, „ათიდან რვა ფეიკია, დანარჩენი ორიც მანიპულაციურია“.

„არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ბევრი ტყუილია მათში, ათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რვა უბრალოდ ფეიკია, ის ორიც მანიპულაციურია. სხვათა შორის, ფეიკებს ავრცელებენ მათ შორის ჩემი განცხადების სახით, მათ შორის, ვინ მიიღებს მონაწილეობას 29 ივნისის შეკრებაში, სრული ფეიკები ვრცელდება. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ და აზიარებენ, არცერთი მართალი არ არის. წარმოიდგინეთ, როგორ ისტერიაში არიან, გუშინ ვნახე, ჩემ განცხადებებს „ნაცმოძრაობას“ მიკედლებული ძალიან ცნობილი ადამიანები აზიარებდნენ ჩემს განცხადებას, რომელიც არსად მითქვამს. რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, ავრცელებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, სადაც მონაწილეების სიაა გამოტანილი, ვითომ აშავებენ ამ ადამიანებს და ამ დროს არის ფეიკი, რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ, ისტერიული აგონიაა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის