Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა

18 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა.

Mastercard-ის პროექტი მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური განათლების კუთხის გახსნის ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - რობინ ლ. დანიგანი ესწრებოდა. ელჩის განცხადებით, ძალიან საამაყოა ამერიკის საელჩოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან განათლების მიმართულებით, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურად არის ჩართული.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი:Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო მოდულებს, რესურსებს და ერთად ვქმნით ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ ფინანსური განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სტუდენტებს შეხვდნენ და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქეთევან ახალკაცი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი: მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ Mastercard-ის პროქტში, რადგან ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვინაიდან სწორედ ცოდნით აღჭურვილი მოქალაქეები იღებენ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რაც გადამწყვეტია საფინანსო სექტორის მდგრადობისა და საბოლოო ჯამში, უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობის შექმნაში. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ფინანსური განათლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ვატარებთ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს, ვქმნით სახელმძღვანელოებს, ვიდეორგოლებს, ინტერაქტიულ საგანმანათლებლო მასალებს, ვატარებთ ტრენინგებს მოსწავლეების, მასწავლევლების, ახალგაზრდების, ქალების გაძლიერებისათვის, დღეს, Mastercard-თან ერთად აქ ყოფნა, არის მტკიცებულება იმისა, რომ ერთიანი ძალით, ყველა მიზანი მიიღწევა.

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, 2024 წლის თებერვალში, სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო და ის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. 2024 წლის აპრილიდან, პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს