ირაკლი კობახიძე - ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით - სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით - სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით, ელის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მისი მეორე მოსმენით განხილვის დროსაც გაიმართება.

“ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან. ეს მათი უფლებაა - როგორც და სადაც უნდათ შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით.

გუშინ 350 ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა პარტაქტივი იყო.. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, რაც მათი უფლებაა. ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველით - სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს