ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას Smokey Bear, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს.

უწყების განმარტებით, Smokey Bear აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, Smokey Bear-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია Smokey Bear საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში; რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს