ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლისთავთან დაკავშირებით მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ივანე ჯავახიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს, ქართული მეცნიერების ფორმირებაში. წლების წინ მქონდა ბედნიერება მემუშავა ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიაზე და შემესწავლა მისი არქივი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდით ამ საოცარი ადამიანის ბიოგრაფიიდან, მისი სამეცნიერო ღვაწლის გარდა, დავინახეთ მისი პიროვნული ღირებულებები. ჩვენ, უნივერსიტეტელები ბედნიერები ვართ, რომ ვაგრძელებთ მის დაწყებულ საქმეს და ვემსახურებით მეცნიერებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ცნობით, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თსუ-ში, ასევე, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება