პრემიერი - მადლობა თითოეულ კომპანიას, მეწარმეს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ თანხა შესწირა - წელს უფრო აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, რადგან არჩევნებია, რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება

მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები. რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის არიან იმ კომპანიების მეწილეები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

მისი თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე, „განსხვავებით „ენჯეოებისგან“.

„რა თქმა უნდა, ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის, ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ, ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები, მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები. რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება.

ყველაფერი არის გამჭვირვალე, განსხვავებით „ენჯეოებისგან“, ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველას შეუძლია ჩაიხედოს ამ კომპანიების საქმიანობა, როგორ წარიმართება, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ იგებენ ისინი ტენდერებს, როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას. ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება, მაგრამ თავისთავად ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან, როგორც ტენდერში მონაწილე ისე არ მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი ბუნებრივია, არაფერია“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის