რუსეთის დუმის დეპუტატი - საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ვურჩევ, თავი შეიკავონ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობისგან - არ არის საჭირო ქართველების სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება

საქართველოში მყოფმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა განაცხადა.

„საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა“, - განაცხადა პისკარევმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება