ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

„პროექტის შესაბამისად დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ხელოვნური საგზაო ბარიერები.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 640 113 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს