ირაკლი კობახიძე - ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მოროდიორულად მისაკუთრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი „რადიკალური ოპოზიციის“ დამოკიდებულება მედიისადმი ყველას ახსოვს და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიციის“ ეს დამოკიდებულება რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც აისახება შეკრებების დროს.

„თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება