მაიკლ გალერი - არის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ აიღო და რომლებსაც უხეშად არღვევენ კანონის ხელახლა შემოტანით - მოვითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას

არის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ აიღო და რომლებსაც უხეშად არღვევენ ამ კანონის ხელახლა შემოტანით, კიდევ ერთხელ ვითხოვთ ივანიშვილის დასანქცირებას. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

“არის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ აიღო და რომლებსაც უხეშად არღვევენ ამ კანონის ხელახლა შემოტანით, თუმცა ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ ეს თუ „უცხოური აგენტების“ შესახებ არის, ამაში ჩართული, ერთადერთი „უცხოური აგენტები“ მმართველ პარტიაში არიან, რომლებიც რუსულ კანონებს აკოპირებენ და რუსეთის მმართველობის სტილის ხელშეწყობას ახდენენ, და შეიძლება მათი [რუსეთის] სახელითაც.

ვუყურებ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. ცოტა ხნის წინ ისინი ჯერ კიდევ [ევროპის] სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში იყვნენ და კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ სწორი მიზეზებისთვის. და ამასობაში ისინი ბუდაპეშტში მიდიოდნენ ულტრამემარჯვენე კონფერენციაზე და სპიკერები იყვნენ ბატონ ვილდერსთან და სხვებთან ერთად.

ასე რომ, მართლა მაინტერესებს საით მიდის ეს ქვეყანა და სად მიდის მისი მმართველო პარტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის სურვილს და სრულიად სოლიდარულები ვართ დემონსტრანტებთან, რომლებსაც ქართული და ევროპული დროშები უკავიათ.

და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას და ბატონი ივანიშვილის დასანქცირებას, ვინაიდან, ის არის ის, ვინც უკანა „პლანზეა“, მაგრამ რეალურად მართავს დღის წესრიგს იქ [საქართველოში]”, - განაცხადა გალერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება