მარინა კალიურანდი - მსურს, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა - წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი

მსურს, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ- წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი,- ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მან ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი მოსახლეობის ოცნების ასასრულებლად და არ გააწბილოს ქართველი ხალხი.

„დღეს ჩემი ბოლო მიმართვაა პლენარულ სხდომაზე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის და ევროაკავშირ- საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში. მე მაქვს ორი გზავნილი, პირველი საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ, კერძოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ, გთხოვთ, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა. ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონპროექტს, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ხალხის ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არ გააწბილოთ ხალხი. მეორე, მე მსურს დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ- წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი“,- განაცხადა მარია კალიურანდმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება