ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა” - ოლიგარქი ერთადერთ დავალებას იღებს რუსი მფლობელებისგან: “ჩაითრიე საქართველო უკან რუსულ ჭაობში“

“ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც 83 დეპუტატის მხარდაჭერით "რუსულ კანონს" იღებენ, ეს არ არის დემოკრატია, არამედ ეს "მარიონეტების შოუა", რომლის მმართველიც კრემლში ზის.

“ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაეცა, ისინი კიდევ უფრო დაბლა დაცემით მაოცებენ, ვინაიდან, “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”.

როდესაც 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, ეს დემოკრატია აღარ არის, ეს მარიონეტების შოუა და ამ 83 ღილაკის დამჭერი მარიონეტების მმართველი ივანიშვილია და მარიონეტების მმართველის მარიონეტების მმართველი კრემლში ზის. ოლიგარქი ერთადერთ დავალებას იღებს მისი რუსი მფლობელებისგან: “ჩაითრიე საქართველო უკან, რუსულ ჭაობში. გაანადგურე ქვეყნის ევროპული მომავალი და მახინჯი “რუსკი მირის” ნაწილი გახადე”.

პუტინის დასაკმაყოფილებლად, ივანიშვილი და მისი მარიონეტები ყველაფერს გააკეთებენ: დაარღვევენ კონსტიტუტაციას, სცემენ ხალხს, უღალატებენ ქვეყანას, მაგრამ ქართველი ხალხი უბრალოდ არ იჯდება და არ მიიღებს ამას. ახალგაზრდობა წინ უძღვება პროცესს, ვინაიდან ისინი თავისუფლებაში დაიბადნენ და რუსულ ბორკილებს არ მიიღებენ.

საქართველოს მამაც ხალხთან ერთად ვდგავართ ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში”, - განაცხადა ფონ კრამონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს