ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლებაა არა ქართველი ხალხი, არამედ „ქართული ოცნების“ მთავრობა

პირველ რიგში, აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, იმისთვის, რომ განზრახ გადაახვევინოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაშვებას გამოიწვევს, უნდა შეწყდეს.

„მეორე, აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ მიზნმიმართულად სურს აჩვენოს კრემლს, რომ ასრულებენ კრემლის ჰიბრიდულ დღის წესრიგს, მესამე, გვსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევს გაწევრიანების მოლაპარაკებების რეკომენდებულ დაშვებას, უნდა შეწყდეს. მეოთხე, ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, დაიცვან თავი საქართველოზე კრემლის ჰიბრიდული ზეგავლენისგან რუსული ჰიბრიდული გავლენის ინდექსის ჩამოყალიბებით, რომელიც ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების კატალოგს შექმნის პუტინის რეჟიმთან მათი კავშირისა და კრემლის ნარატივების გავრცელებაში მათი ჩართულობის მიხედვით; მეხუთე, უნდა მოვუწოდოთ საბჭოს, რომ შეავსოს ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები იმ პირობით, რომ კანდიდატ ქვეყანას ჰქონდეს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჰიბრიდულ გავლენას. მეექვსე, ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლებაა არა ქართველი ხალხი, არამედ „ქართული ოცნების“ მთავრობა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლა ქართული სიტყვებით დაასრულა: „გამარჯობა, ევროპულო საქართველო!“

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე