იენს სტოლტენბერგი - უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია -  რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ ყველა მოკავშირეს დავიცავთ

უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ უნდა ვიყოყმანოთ. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. რუსეთი აგრესიული ომისთვის მხარდაჭერას იღებს ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ეს გვახსენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია. უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და ის არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტისკენ.

„ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან კონფლიქტს, მაგრამ დავიცავთ ჩვენს 1 მილიარდ ადამიანს. ნატო-ს ათი ათასი ჯარისკაცი აქ, პოლონეთში, აგზავნის უტყუარ გზავნილს, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერით, ნატო ქვეყანას ეხმარება, გაანადგუროს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები, რომელიც პოტენციურად, შეიძლება, იყოს საფრთხე ალიანის წინააღმდეგ.

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში და ალტერნატივა უფრო ძვირი ჯდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის