მარია ზახაროვა - რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის

ნატო-ს წვრთნები რუსეთის საზღვრებთან ზრდის შესაძლო სამხედრო ინციდენტების რისკს, - ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ალიანსი აგრძელებს ოდესღაც ნეიტრალური სახელმწიფოს პრაქტიკულ სამხედრო ათვისებას. აღნიშნული მანევრები რუსეთის საზღვრებთან ზრდის შესაძლო სამხედრო ინციდენტების რისკს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ფინეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი საბრძოლო წვრთნა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია და მოსკოვი, თავის მხრივ, ყურადღებით აკვირდება „კოლექტიური დასავლეთის აგრესიულ ქმედებებს“.

„ეჭვგარეშეა, მიღებული იქნება ყველა აუცილებელი პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური ზომა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საფრთხის აღსაკვეთად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 26 აპრილს ფინეთში ნატო-ს წვრთნების დაწყება იგეგმება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება