ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დაახლოებით, 30-მდე პროექტს მხარი დაუჭირა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დაახლოებით, 30-მდე პროექტს მხარი დაუჭირა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მხრივ მაქსიმალური თანხის ოდენობა, წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს გაზრდილია.

„სოციალური მეწარმეობის მიმართულებით თბილისის მერია კონკურს იმ პროექტებისთვის აცხადებს, რომლებიც წარმოდგენილი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხრიდან იქნება. ეს პროექტები უნდა მოემსახუროს, როგორც სოციალურ მიზანს, ასევე ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდების რეალიზებას და მათი უნარების წარმოჩენას. რეგისტრაციის დროს გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციების გამოცდილება, ასევე, მენეჯმენტ ჯგუფის. რეგისტრაცია გაგრძელდება 15 მაისამდე. ასე, რომ მოვუწოდებთ ორგანიზაციებს, ვისაც მსგავსი პროექტები, ინიციატივები, იდეები აქვს, მომართონ თბილისის მერიას და ასევე, ყველა დამატებითი ინფორმაცია თბილისის მერიის საიტზე წარმოდგენილი იქნება.

ამასთან, თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი განაცხადის ფორმა, სადაც დეტალურად ინფორმაციის ასახვა პროექტთან დაკავშირებით უნდა მოხდეს. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან და ნებისმიერი სხვა საინტერესო ინფორმაცია თუ კი იქნება მათთვის საჭირო, ჩვენ მზად ვართ რეგისტრაციის პერიოდში კონსულტაცია გავუწიოთ.

ასევე, პროექტი გათვალისწინებულია ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ ინტერესი წარმოადგინონ ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც სოციალურ მიზანს, ასევე ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული იქნება.

რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის 50 000 ლარი, რა თქმა უნდა, პროექტის ინოვაციურობიდან გამომდინარე და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც თბილისის მერიის საიტზე წარმოდგენილი იქნება, ამ მიმართულებით შესაბამისი დაფინანსების ოდენობა განსაზღვრული იქნება“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება