პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია - უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს შეკრების დაანონსება, გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობაა, ყველას დაანახოს, რომ მათ ინიციატივას ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს იქნება „მიკროავტობუსების აქცია“, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი.

„ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბევრი მხარდამჭერი იცავს მათ ინიციატივებს. თავისით მოსულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 დღეა უკვე ქუჩაში არიან გამოსულები, დანარჩენები ჩამოვლენ მიკროავტობუსები რაიონებიდან. „ქართულ ოცნებას“ ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, რომ დიდი რამე ხდება. საჯარო მოხელეები, რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ რომ „რუსული კანონი“ მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. აბა რუსული კანონის მიღება თუ მინდა, პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე. მაგას დავარქმევ „მიკროავტობუსების აქციას“, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი“,-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანას აპირებს. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს იქნება სახალხო შეკრება იმ ადამიანების, რომლებსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იწონებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება