გერმანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას განაახლებს

გერმანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას განაახლებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა და განვითარების სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გერმანიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.

გერმანიის სამინისტროებმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მოუწოდეს, რომ საგამოძიებო ჯგუფის რეკომენდაციები სწრაფად განახორციელოს.

„ამ რეფორმების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობა ძალიან მალე ღაზაში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, როგორც ეს ავსტრალიამ, კანადამ, შვედეთმა, იაპონიამ და სხვა სახელმწიფოებმა უკვე გააკეთეს“, - ნათქვამია სამინისტროების განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება