ირაკლი ბერაია - კონკრეტული ევროპარლამენტარები „ნაცმოძრაობის“ ზონდერებს დაემსგავსნენ - მათ ვურჩევდი, ქართველი ხალხის ხასიათს გაეცნონ და სანქციებით ნუ შეგვაშინებენ!

სამწუხაროა იმ ფაქტის ყურება, როცა კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე საუბრობენ, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ ზონდერებს დაემსგავსნენ! - ევროპარლამენტარებს ვურჩევდი, საქართველოს ისტორიას, ქართველი ხალხის ხასიათს გაეცნონ და რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ! – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო.

ბერაიას თქმით, “არც ერთი მტკიცებულება არ მოჰყავთ, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული ან ცუდი“.

“არც ერთი ფაქტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამის ფონზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ - თუ გამჭვირვალობა არის რუსული, მაშინ რა არის ევროპული და დასავლური ღირებულება?“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს