იაგო ხვიჩია - ევროპის რეზოლუციების ჩალის ფასობა და რუსული ფრენების უზენაესობა არის პრობლემა, რომელიც საქართველოს აწუხებს ახლა

ევროინტეგრაციას რომ საფრთხე ემუქრება, მგონი აქამდეც ვიცოდით და მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, ხელისუფლება რომ ამბობს, ევროპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვსო, - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პრობლემა, რომელიც საქართველოს აწუხებს ახლა, „ევროპის რეზოლუციების ჩალის ფასობა და რუსული ფრენების უზენაესობაა“.

„ევროინტეგრაციას რომ საფრთხე ემუქრება, მგონი აქამდეც ვიცოდით და მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, ხელისუფლება რომ ამბობს, ევროპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვსო. ევროპის რეზოლუციების ჩალის ფასობა და რუსული ფრენების უზენაესობა არის პრობლემა, რომელიც საქართველოს აწუხებს ახლა.

თუ შენ მეგობრების სიტყვას არქმევ ჩალის ფასს, ავტომატურად გამოდის, რომ მტრის სიტყვას შენთვის მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!