სერგეი შოიგუს მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სერგეი შოიგუს მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ბასმანის სასამართლოს წარმომადგენლები ავრცელებენ.

48 წლის ტიმურ ივანოვი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის 12 მოადგილიდან ერთ-ერთია, გუშინ საღამოს დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ივანოვს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ივანოვთან დაახლოებულ პირს, სერგეი ბოროდინსაც შეუფარდა.

ივანოვი და ბოროდინი წინასწარ პატიმრობაში 23 ივნისამდე დარჩებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება