მამუკა მდინარაძე - რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? - კანონშემოქმედებისთვის ევროსტრუქტურამ სანქცია დააწესოს, არის წარმოუდგენელი და მარაზმი

სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, კანონშემოქმედებისთვის ევროსტრუქტურამ სანქცია დააწესოს, არის წარმოუდგენელი.

„სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? ჯერ ერთი წარმოუდგენელია, პირდაპირ გეუბნებით, კანონშემოქმედებისთვის ევროსტრუქტურამ სანქცია დააწესოს, ეს არის წარმოუდგენელი. მათ შორის, მარაზმია. ჩვენ რომ აზრი გაგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, გამჭვირვალობისთვის. გამჭვირვალობა თვითმიზანი კი არ არის. იმისათვის, რომ ქართველმა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქემ იცოდეს, რა ფული შემოდის და რაში იხარჯება, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვიღაცამ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარედან, ამას აღარ კადრულობენ წელს, შარშან ესეც იყო. მერე ქვეყნის გარედან სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება (წინასწარ გეუბნებით) სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ევროპარლამენტარებმა იკადრეს, რომ სანქციები შეიძლება ევროპამ კანონშემოქმედებისთვის დაუშვას“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება