ირაკლი კუპრაძე მის პროცესზე - დღევანდელი სასამართლო პროცესისგან „ქართული ოცნების“ და რუსული მთავრობის პირობებში მოლოდინი ცოტა უმადური საქმეა

დღევანდელი სასამართლო პროცესისგან “ქართული ოცნების” და რუსული მთავრობის პირობებში მოლოდინი ცოტა უმადური საქმეა, - ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “ინტერპრესნიუსს” საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მის საქმესთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

ირაკლი კუპრაძეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ამ წუთებში კი, მოსამართლე კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

"მედავებიან დაუმორჩილებლობას, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. სამი მოწმე პოლიციელი იქნა დაბარებული, რომელმაც სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა, რაც ასევე დამტკიცდა იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. შსს-ს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება მიუხედავად იმისა, რომ სამი პოლიციელი დაკითხეს და ადგილზე ასობით პოლიციელი იყო, თურმე სამხრე კამერა ყველას გამორთული ან ბატარეა დამჯდარი ჰქონდა, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათ უნდათ სიმართლის დამალვა. მათ შორის მოსამართლეს მივმართეთ შუამდგომლობით, რომ ჩვენთან ერთად გამოეთხოვა პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რაზეც უარი გვითხრა", - განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, “ლელოს” გენერალური მდივანი და კიდევ რამდენიმე პირი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე ედავებიან 166-ე მუხლის დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება