გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას, ასევე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს თბილისის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას, ასევე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანამშრომლობის საბჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის საკმაოდ წარმატებული მაგალითები გვქონდა. მემორანდუმის ფარგლებში, გენდერული თანამშრომლობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო პალატის საჭიროებისამებრ ერთობლივ ღონისძიებებს დავგეგმავთ და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

„სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის სავაჭრო პალატა მოხარულია თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობითა და საერთო აქტივობების განხორციელებით.

თბილისის საკრებულოში გაფორმებული მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან, დაგეგმონ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განახორციელონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული საქმიანობა, მათ შორის ითანამშრომლონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: აფხაზეთიდან დევნილი ქალი მეწარმეების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა - მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა; აფხაზეთიდან დევნილი ქალი მეწარმეების ცნობიერების ამაღლება და მათი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ურთიერთშეთანხმებული ღონისძიებების ფარგლებში“, - წერია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში