ავსტრალიაში, ეპისკოპოსის დაჭრის საქმეზე შვიდი თინეიჯერი დააკავეს

ავსტრალიაში, ეპისკოპოსის დაჭრის საქმეზე შვიდი თინეიჯერი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სიდნეის პოლიცია ავრცელებს.

ავსტრალიის კონტრტერორისტული ძალების ჯგუფმა სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეპისკოპოსის დაჭრის შემდეგ დაკავებული 16 წლის ბიჭთან კავშირის ბრალდებით შვიდი თინეიჯერი დააკავა და ხუთი დაკითხა.

სიდნეის პოლიციის განცხადებით, თინეიჯერები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

შეგახსენებთ, 15 აპრილს, სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხორციელებულ თავდასხმას ავსტრალიის პოლიციამ რელიგიურად მოტივირებული ტერორისტული აქტი უწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება