სამეგრელოს რეგიონში თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მსხვილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აგროკრედიტით ხელმისაწვდომი იყო. მცირე მეწარმეებისგან მხარდაჭერის პროგრამაზე იყო მოთხოვნა და ასეთი პროგრამაც შემუშავდა. ფერმერები, რომლებიც გაერთიანდებიან და შექმნიან კოოპერატივს, ტექნიკის შესაძენად მიიღებენ 50 პროცენტიან თანადაფინანსებას. მნიშვნელოვანია ფერმერების აქტიურობა და სახელმწიფო მზადაა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „ეწერი 2023", „აგრო გეზათი 2024“ და „სუჯუნა 2024“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 395,327 ლარის ღირებულების ტრაქტორებისა და იმპლემენტების შეძენა 197, 664 ლარით დაუფინანსდათ.

„აღნიშნული პროგრამით, 2023-2024 წლებში, საქართველოს მასშტაბით 62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდა 7,275,591 ლარის ღირებულების 331 ერთეული გამწევი ტექნიკისა და იმპლემენტების შეძენა ღირებულების 50%-ით, 3,631,281 ლარით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2023-2024 წლებში, თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სახელმწიფოსგან, 62 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შესაძენად, ღირებულების 50%-ის (640,000 ლარზე მეტი) თანადაფინანსება მიიღო; მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, შვიდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 423,273 ლარით დაუფინანსდა 43 ერთეული ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შეძენა.

2016-2023 წლებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო