ადვოკატი განმარტავს, რა პროცედურებია დარჩენილი ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებამდე

შეწყალების ოქმი გამოცემულია, პროცედურებია დარჩენილი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სამედიცინო შემოწმება, ანაბეჭდების აღება, ასევე გაამზადებენ საბუთებს, რომ შეწყალებულია. შემდეგ ხდება გათავისუფლება,- ამის შესახებ მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარემ ვერ მოასწრო განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გასცნობოდა.

„რაც შეეხება განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, ჩვენ წაკითხვა ვერ მოვასწარით. დღეს ხელზე ჩავიბარეთ განაჩენი და ეგრევე პრეზიდენტის მრჩეველს ჩავაბარეთ განჩინება, დროში რომ არ გაწელილიყო რაიმე მიზეზით. რაც შეეხება განაჩენის გაწელვას, 14-დღიანი ვადა აიღო სასამართლომ, ასევე პენიტენციურმაც ფაქტობრივად გაწელა დრო, იმიტომ რომ სარეზოლუციო ნაწილი ექნებოდა და არ გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დაცვის მხარემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხელით მიგვეტანა პრეზიდენტთან, ასევე მივსულიყავი პენიტენციურში. შეწყალების ოქმი გამოცემულია, პროცედურებია დარჩენილი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სამედიცინო შემოწმება, ანაბეჭდების აღება, ასევე გაამზადებენ საბუთებს, რომ შეწყალებულია. შემდეგ ხდება გათავისუფლება. ჩვენ გავარკვევთ და თუ ამ პროცედურებს გადის, შეგვიძლია დავესწროთ და ჩვენთან ერთად დატოვოს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება