გიგი წერეთელი - მმართველი ძალა აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია

მმართველი ძალა აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც 23 აპრილს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტში გამართული მსგავსი ტიპის მსჯელობა საქართველოსთვის ძალიან მძიმე საკითხია.

„იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს რეფორმების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე საუბარი, ვიღაცების დასანქცირებაა მთავარი სასაუბრო თემა - რა თქმა უნდა, მათი, ვინც არასწორად იქცევა, თუმცა ეს ყველას ეხება, სრულიად საქართველოს რეპუტაციას.

ეს ყველაფერი მხოლოდ ინდივიდუალური სანქციებით არ შემოიფარგლება. თუ რუსულ კანონთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია ჯიუტად არ შეიცვლება, მაშინ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და ეს სრულიად ქვეყანას დაარტყამს. საქართველოს დისტანცირება ხდება დასავლეთისგან, რაც სწორედ რუსეთის ინტერესშია და ამას ძალიან აქტიურად უწყობს ხელს მმართველი ძალა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს