იგორ ნარმანია - შსს-ს განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების

შსს-ს განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების - შსს ან სუს-ი თუ კი გააგრძელებენ ასეთი განცხადებების გაკეთებას, უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსული ოცნების მესვეურებმა“ რაც არ უნდა განაცხადონ, ახლა საპროტესტო აქციებზე გამოსულ ხალხს არაფერი გააჩერებს.

„შსს-ს ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების, რომლებიც თვითორგანიზებით გამოდიან თბილისის ქუჩებში და თვითორგანიზებით გამოხატავენ პროტესტს ქალაქში, ამიტომ, რაც არ უნდა განცხადება გააკეთოს შსს-მ, სუს-მა და „რუსული ოცნების“ მესვეურებმა, ამ ხალხს არ გააჩერებს არაფერი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის თბილისის ქუჩებში და აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რასაც სჩადის „რუსული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროტესტის გაჩერებას კი არა, უფრო მეტ მუხტს უნდა ველოდეთ. თუ შსს, სუს-ი ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, უფრო მეტად გააბრაზებენ ამ ხალხს და უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება