ლევან ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს

ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთში, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია დასანქცირების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს.

ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ყავს დასავლეთში, მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი ა.შ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო