გელა სამხარაული ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლოდ მათ გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე დაეთმო ორ ქვეყნას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს.

„ჰოლანდიის მხარეს მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ქვეყანა აკეთებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ჰოლანდიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკაშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის, ამასთანავე აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის მიმართულებით და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება", - განაცხადა გელა სამხარაულმა შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, სამხარაულმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სფეროში განათლების მიღების და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, ჰოლანდიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს