GITA, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება პროექტს „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) და იწყებს საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

მცირე R&D (კვლევა და განვითარება) გრანტების მეშვეობით ახალი გადაწყვეტილებების შექმნა ან არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ამ კომპონენტის ჯამური ბიუჯეტი 100 000 ევროა, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მეშვეობით. ამ პროცესში ასევე ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.

შეიქმნება ერთიანი პლატფორმა, რომელიც წარმოაჩენს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქმნება საქართველოში. აღნიშნული კომპონენტი დამატებით მოიცავს ასევე სამუშაო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებს შორის და შემეცნებით ღონისძიებებს პროექტის ბენეფიციარებისთვის.

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მოხდება სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, გლობალური ტენდენციების გათვალიწინებით.

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.

„GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება