ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, მიწოდება უახლოეს საათებში დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, მოიცავს 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის, 8 მილიარდ დოლარს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.

პაკეტი ასევე მოიცავს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა გამოიწვიოს - ის დაახლოებით 9 თვეს აძლევს აპლიკაციის ჩინურ მშობლიურ კომპანია ByteDance-ს, რომ აპლიკაცია გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში TikTok აშშ-ში აპლიკაციების მაღაზიებში აიკრძალება.

აქამდე დახმარების პაკეტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ - 311 ხმით მიიღო 112-ის წინააღმდეგ. ამის შემდეგ პაკეტი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა - მიიღო 79 ხმით 18-ის წინააღმდეგ.

“ყველას მადლობელი ვარ კონგრესში, დემოკრატების, რესპუბლიკელების, დამოუკიდებლების, ვინც ხმა მისცა ამ კანონპროექტს. მისი გზა ჩემს მაგიდამდე რთული იყო, უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო და უფრო მალე მოსულიყო. მაგრამ საბოლოო ჯამში, ის გავაკეთეთ, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს - რთულ ვითარებას წარმატებით გავუმკლავდით…

ყველაფერს ვაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ მიწოდებები ამ წამსვე დაიწყება. შემდეგ რამდენიმე საათში, პირდაპირი მნიშვნელობით რამდენიმე საათში დავიწყებთ უკრაინისთვის აღჭურვილობის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, არტილერიისთვის, სარაკეტო სისტემებისთვის და ჯავშანმანქანებისთვის.

ეს პაკეტი პირდაპირი მნიშვნელობით ინვესტიციაა, არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში და ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში”, - განაცხადა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება