ებრაჰიმ რაისი - ისრაელის რეჟიმმა, უზურპაციისა და ჩაგვრის განხორციელების გამო, პასუხი უნდა აგოს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ისრაელმა უზურპაციისა და ჩაგვრის გამო პასუხი უნდა აგოს.

„როცა საქმე მჩაგვრელს ეხება, როცა საქმე უზურპატორს ეხება, სიონისტური ისრაელის რეჟიმი 75 წელია ახორციელებს პალესტინელი ხალხის ჩაგვრას, მათი ტერიტორიის უზურპაციას. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვდევნოთ უზურპატორები, მეორე, მათ უნდა გადაიხადონ ყველა იმ ზიანის საფასური, რომელიც გამოიწვიეს და მესამე, მჩაგვრელმა და უზურპატორმა პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა შრი-ლანკაში ვიზიტის დროს.

რაისი პირველი ირანელი ლიდერია, რომელიც შრი-ლანკას ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჟადის 2008 წლის ვიზიტის შემდეგ ეწვია. რაისიმ შრი-ლანკაში ჰიდროენერგეტიკისა და ირიგაციის პროექტი გახსნა. ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, მისმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ დასავლეთს ტექნოლოგიაზე მონოპოლია არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს