რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს  კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ ვეტო დაადო

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, გავრცელების წინააღმდეგ, ვეტო დაადო, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელზე, სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კისლიცას ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცამეტმა მხარი დაუჭირა იაპონიისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ჩინეთმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი მხოლოდ რუსეთი წავიდა.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „ყველა სახელმწიფომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოსმოსური პოტენციალის მქონე სახელმწიფოებმა, აქტიურად უნდა შეუწყონ ხელი კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების მიზნის მიღწევას და კოსმოსში შეიარაღების რბოლის პრევენციას“.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დოკუმენტის პროექტზე ვეტოს დადება, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მოსკოვი რაღაცას მალავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება