ანატოლი ანტონოვი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACM-ის რაკეტების ფარული გადაცემა არ შეიძლება გამართლდეს

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ATACM-ის ტაქტიკური რაკეტების ფარული გადაცემა არ შეიძლება გამართლდეს, ეს ყირიმისა და რუსეთის სხვა რეგიონებისთვის საფრთხეს ზრდის, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს კიევში უკიდურესად სახიფათო იარაღის გაგზავნის ფაქტი, ეს ფარული ქმედება არ შეიძლება გამართლდეს. აშკარაა, რომ ATACMS-ის ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემის გამო, იზრდება საფრთხე ყირიმის, მათ შორის სევასტოპოლის, რუსეთის ახალი რეგიონებისა და რუსეთის სხვა ქალაქების უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ანტონოვმა.

ელჩმა ცინიკური უწოდა ამერიკული მხარის განცხადებებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პირობა დადეს, ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებენ.

„ვინ უნდა დაამშვიდოს ასეთმა ტყუილმა? როგორ შეიძლება არ შეამჩნიოთ კიეველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი ტერაქტები?“- აღნიშნა ანტონოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება