ბენიამინ ნეთანიაჰუ - აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები უნდა შეწყდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერი აქციები დაგმო, სტუდენტებს ანტისემიტები უწოდა და განაცხადა, რომ დემონსტრაციები უნდა შეწყდეს.

„ის, რაც ხდება ამერიკის უნივერსიტეტების კამპუსებში, საშინელებაა. წამყვანი უნივერსიტეტები ანტისემიტურმა ბრბომ დაიკავა. ისინი ისრაელის განადგურებას მოითხოვენ, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებს. ეს უგუნურებაა, ეს უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტის პასუხი იყო სამარცხვინო და თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს.

„რაც ახლა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვაფასებთ ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს ცივილიზაციას, ერთად დავდგეთ და ვთქვათ, „საკმარისია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, აშშ-ში უნივერსიტეტები დაძაბულობა იზრდება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბანაკები მოაწყვეს და უნივერსიტეტს მოუწოდეს, ისრაელთან დაკავშირებული იარაღის მწარმოებლებისგან დისტანცირება მოეხდინათ. პოლიციამ დღემდე ნიუ-იორკში, ტეხასსა და კალიფორნიაში ასობით სტუდენტი დააკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება