ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან

როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება“ ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? - ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის ეცდება, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით თუ გარეთ მწვავე იყოს.

ლილუაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ “მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს.”

“მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. ხალხის დაპირისპირება “ქართული ოცნების” მიზანია და არა ჩვენი გუნდის. ამიტომ, ამ მიზნის მიღწევაში ჯერ ერთი, არავინ არ უნდა დაეხმაროს “ქართულ ოცნებას” და მერე მეორე ეს სახელმწიფოსთვის დამღუპველია. როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა “ოცნება” ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? საზოგადოებას ისევ დაპირისპირებას სთავაზობ? ამიტომ, ეს არ არის გამოსავალი.

მთავარია ის, რომ “ქართულმა ოცნება” თავისი სახე გამოაჩინა. ახლა ერთი კი არა ათი “რუსული კანონი” რომ მიიღოს, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. მთავარი გადაწყვეტილება ყველამ იქ უნდა დავაფიქსიროთ და ეს ხალხი [“ქართული ოცნება”] უბრალოდ მოვიშოროთ”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ ოპოზიცია "აუცილებლად ეცდება", პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე.

“29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია. ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო