Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა მეთიუ როსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა, სვანეთში ფრი-რაიდის მსოფლიო ტურს დაესწრო და საქართველოს სამთო კურორტები დაათვალიერა.

„კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანას პოპულარულ სათხილამურო მიმართულებად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველები სტუმართმოყვარეები არიან, ფასები ხელმისაწვდომია და მთები კიდევ შესანიშნავი. ვინ იფიქრებდა საქართველოში სათხილამუროდ წამოსვლას? თუმცა სვანეთში, თეთნულდზე ფრი-რაიდის მსოფლიო ტურის ჩატარებით საქართველო პროფესიონალ მოთხილამურეთა რუკაზეა წარმოდგენილი და უკვე ცდილობს მოთხილამურეთა დიდი ნაკადის მოზიდვას“, - წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, მეთიუ როსი აღწერს კავკასიონის მთებს, მესტიის, ჰაწვალის, თეთნულდის, გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის სამთო კურორტების ინფრასტრუქტურას, სერვისებს, ფასებს და საჰაერო მარშრუტებს თუ როგორ შეიძლება ევროპული ქალაქებიდან საქართველოში მოხვედრა.

https://www.lefigaro.fr/voyages/guides/skier-en-georgie-une-aventure-exotique-et-accessible-20240318

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება