დავით მათიკაშვილი - გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვა - 29 აპრილის აქცია, ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს

29 აპრილს დაფიქსირდება საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, საიდანაც ყველა მეორე არის „ქართული ოცნების“ და იმ პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი გზა არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.

„ეს იქნება საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი განმარტებით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ აქციაზე ესკალაცია არ მოხდეს.

„ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი ესკალაცია არ მოხდეს. შსს აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქციამ 29 აპრილს მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს. ეს იქნება ხალხმრავალი აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერის ურყევს ნებას ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტის დაცვაზე. პარალელურად, ნებისმიერ ჯგუფებს აქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ, თუმცა შსს შესაბამის მითითებებს ახდენს და ამ მითითებებს უნდა დავემორჩილოთ“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს