„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს.

კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის დამატებას, რომლის პრაქტიკული განხორციელება სავალდებულოა 2024 წლის 1 ივნისიდან.

შეხვედრის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი მირიანაშვილმა მონაცემთა დაცვის განახლებულ სტანდარტებზე, საფუძვლებსა და გარანტიებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მიმართებით ბიზნეს სექტორის საკანონმდებლო ვალდებულებებს და ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებზე, კვალიფიკაციასა და პასუხისმგებლობაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში, მოხდა კანონის ახალი რედაქციის დეტალური მუხლობრივი განხილვა, პროცესში მეტი სიცხადის შემოტანის მიზნით. BAG-ი, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და ვვარაუდობთ, რომ ჩვენი კომუნიკაცია კანონის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება, რათა დაცული იყოს ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო