მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მოსამართლის განცხადებით, მომდევნო სხდომებიდან სასამართლოს დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომებიდან დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვა დაასრულა, დარბაზში მყოფმა დამსწრეებმა კი, სხდომა შეძახილებით - "მონებო", "გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი" დატოვეს.

ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებისა და დარბაზში დარჩენილების საყურადღებოდ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მომდევნო სხდომებზე დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება, ვინაიდან მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის.

ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება