ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით - რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში დღეს „ქართული ოცნებაა“

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ, რომელიც ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც არათუ წინსვლა გახდება შეუძლებელი, თუ “რუსული კანონი” გავიდა და ეს ხელისუფლება დარჩა, არამედ უკვე მიღწეული შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ის უმძიმესი დარტყმა, რომლის წინაშეც საქართველო დააყენა “კრემლის ინტერესების გამტარმა ხელისუფლებამ.”

“ქართული ოცნების” პოლიტიკამ, რომელიც ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც არათუ წინსვლა გახდება შეუძლებელი, თუ “რუსული კანონი” გავიდა და ეს ხელისუფლება დარჩა, არამედ უკვე მიღწეული შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ეს არის ის უმძიმესი დარტყმა, რომლის წინაშეც საქართველო დააყენა კრემლის ინტერესების გამტარმა ხელისუფლებამ. ის პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომლის ასახვა და გამოხატულება არის ერთ-ერთი რეზოლუციის პროცესი ევროპარლამენტში, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ისმენდეს საკუთარი მოქალაქეების ხმას, მისდევდეს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას და აკეთებდეს ყველაფერს, რომ ქართველი ხალხის ნება რეალობად იქცეს და გადაიდგას ის 9 ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, დღეს დაკავებულია კრემლის მითითებებით საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ჩაკეტვით. ეს არის ის უმძიმესი მოქმედება, რომელსაც კრემლის მსახური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს ხალხის წინააღმდეგ.

ეს არის კვლავ დასტური იმისა, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში დღეს “ქართული ოცნებაა”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება