მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ - ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, ჩვენ ჩვეულებრივად მოვიქცეთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ამოცანა ამ ერთობისთვის ხელის შეწყობაა.

„ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, ჩვენ ჩვეულებრივად მოვიქცეთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად არ არის, მაგრამ ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა შეუძლია. ეს ყველას ესმის.

ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტში პრესკონფერენცია, სადაც არის ზურაბ ჭიაბერაშვილი, დედაჩემი გიული [ალასანია[ და მას ასევე გვერდზე უდგანან ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტი ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, არა იმიტომ, რომ საქმე ჩემშია, [არამედ] საქმე არის პრინციპში, რომ პუტინს არ უნდა გაუვიდეს, რუსეთს არ უნდა გაუვიდეს. აქ არ უნდა არსებობდნენ სინდისის პატიმრები.

ჩემი ამოცანა დღეს არის როგორც არასდროს ამ ერთობისთვის ხელის შეწყობა. ყველანაირი პირადი ამბიცია მე გადავდე გვერდით, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. მე ვიცოდი, რაზე მივდიოდი. როგორც შემიძლია ვიღებ მონაწილეობას თქვენთან ერთად, გულით, სულით, ჩემი მომხრეების მობილიზაციით იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და ეს ასეც მოხდება აუცილებლად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება